Wednesday, October 14, 2009

''ღარიბაღელე''

პროექტის სახელი :  ,,ღარიბაღელე’’.

პროექტის მოკლე აღწერა :  მოსწავლეები   გამოიკვლევენ   ბუნებრივი მინერალური წყლის,,ღარიბაღელეს ‘’ ქიმიურ  შედგენილობას.  გამოიკვლევენ   წყლის  თვისებებსა  და გამოყენებას  შორის  კავშირს.

პროექტის  სრული  აღწერა :   შეიქმნება  მიზნობრივი  ჯგუფი. მოსწავლეები  იმოქმედებენ  გეგმის  შესაბამისად.  შეისწავლიან  ადგილის  ტოპონიმიკას, სკოლის  ლაბორატორიაში გამოიკვლევენ  წყლის  ქიმიურ    შედგენილობას, აიღებენ   ინტერვიუს   იმ  ადამიანებისგან,  ვინც  აღნიშნული მინერალური  წყლით  ისარგებლა.ამოიკვლევენ  წყლის  თვისებებსა  და  გამოყენებას  შორის  კავშირს.

პროექტის  დასაწყისში   მოსწავლეები    გამოთქვამენ   ჰიპოტეზებს   ყველა  აღნიშნული  პუნქტის  ირგვლივ.  შემდეგ   დაიწყებენ  კვლევას   და  ბოლოს  გამოიტანენ  დასკვნეებს.

გადაიღებენ  ფოტო  და  ვიდეო  მასალას, დაამზადებენ   ფოტო  და  ვიდეო  კოლაჟებს,  საინფორმაციო  ბუკლეტებს, შექმნიან  ბლოგს, გააკეთებენ  პროექტის  პრეზენტაციას.

 მონაწილეთა   ასაკი : 15  წელი.

ვადები : ერთი  თვე.

პროექტის  შესაძლო  აქტივობები  კლასში: ექსპერიმენტის  ჩატარება, მოძიებული  ინფორმაციებისა  და  მასალების    შეჯერება  და  დახარისხება,  ბუკლეტების  დამზადება,

საპრეზენტაციო  პროგრამის   შექმნა, პრეზენტაცია.

მოსალოდნელი  შედეგები:  მოსწავლეებს  გაუჩნდებათ  კვლევის ინტერესი, ჩამოუყალიბდებათ   ექსპერიმენტის დამოუკიდებლად  დაგეგმვისა  და  წარმართვის, მონაცემთა  შეგროვებადამუშავების, დასკვნების  გამოტანის , ჰიპოთეზის  გამოთქმის   უნარჩვევები.  შექმნიან  პროექტს,  წარმართავენ  და   დაიცავენ  ფარ  აუდიტორიის  წინაშე.

  სარგებელი  სხვებისათვის: შექმნილ  მასალებს   შესაბამისად  გამოიყენებენ   საჭირო  რესურსად , დამზადებული  ბუკლეტებისა  და  ბლოგის  საშუალებით  ნებისმიერი  მსურველი  მიიღებს  ინფორმაციას  აღნიშნული უნიკალური    მინერალური  წყლის  შესახებ.

 სამუშაო  ენა :  ქართული.

 საგნებთან  კავშირი:  გეოგრაფია, ისტი.

პროექტის  ფასილიტატორი : ლელა  კიკაძექიმიის  მასწავლებელი.

ფასილიტატორის  ელ.ფოსტა :   lelekikadze@gmail.com

პროექტის  ბლოგი :

 

No comments:

Post a Comment