Friday, October 23, 2009
მჟავების თვისებები, რომელიც მის გამოყენებას განსაზღვრავს.
Wednesday, October 14, 2009
''ღარიბაღელე''
პროექტის სახელი : ,,ღარიბაღელე’’.
პროექტის მოკლე აღწერა : მოსწავლეები გამოიკვლევენ ბუნებრივი მინერალური წყლის – ,,ღარიბაღელეს ‘’ ქიმიურ შედგენილობას. გამოიკვლევენ წყლის თვისებებსა და გამოყენებას შორის კავშირს.
პროექტის სრული აღწერა : შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი. მოსწავლეები იმოქმედებენ გეგმის შესაბამისად. შეისწავლიან ადგილის ტოპონიმიკას, სკოლის ლაბორატორიაში გამოიკვლევენ წყლის ქიმიურ შედგენილობას, აიღებენ ინტერვიუს იმ ადამიანებისგან, ვინც აღნიშნული მინერალური წყლით ისარგებლა. გამოიკვლევენ წყლის თვისებებსა და გამოყენებას შორის კავშირს.
პროექტის დასაწყისში მოსწავლეები გამოთქვამენ ჰიპოტეზებს ყველა აღნიშნული პუნქტის ირგვლივ. შემდეგ დაიწყებენ კვლევას და ბოლოს გამოიტანენ დასკვნეებს.
გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალას, დაამზადებენ ფოტო და ვიდეო კოლაჟებს, საინფორმაციო ბუკლეტებს, შექმნიან ბლოგს, გააკეთებენ პროექტის პრეზენტაციას.
მონაწილეთა ასაკი : 15 წელი.
ვადები : ერთი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ექსპერიმენტის ჩატარება, მოძიებული ინფორმაციებისა და მასალების შეჯერება და დახარისხება, ბუკლეტების დამზადება,
საპრეზენტაციო პროგრამის შექმნა, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გაუჩნდებათ კვლევის ინტერესი, ჩამოუყალიბდებათ ექსპერიმენტის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმართვის, მონაცემთა შეგროვება – დამუშავების, დასკვნების გამოტანის , ჰიპოთეზის გამოთქმის უნარ – ჩვევები. შექმნიან პროექტს, წარმართავენ და დაიცავენ ფართო აუდიტორიის წინაშე.
სარგებელი სხვებისათვის: შექმნილ მასალებს შესაბამისად გამოიყენებენ საჭირო რესურსად , დამზადებული ბუკლეტებისა და ბლოგის საშუალებით ნებისმიერი მსურველი მიიღებს ინფორმაციას აღნიშნული უნიკალური მინერალური წყლის შესახებ.
სამუშაო ენა : ქართული.
საგნებთან კავშირი: გეოგრაფია, ისტი.
პროექტის ფასილიტატორი : ლელა კიკაძე – ქიმიის მასწავლებელი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა : lelekikadze@gmail.com
პროექტის ბლოგი :